როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო NDI-ს კვლევა
გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 32%
მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 27% კი ფიქრობს,
რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ს
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა
და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო
ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.