გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია - NDI-ს კვლევა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი
კვლავ სამუშაო ადგილებია.
ამასთან,
კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და
ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც
ასახელებს.
NDI-ს
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა
და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების
ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის
კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC
საქართველო.