ახალი ამბები
ვეტერანების წინააღმდეგ ახალციხის მერია საჩივარს ამზადებს
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა სექტემბრის თვეში დაიკავა. ამ დროისათვის აქ ხუთი ოჯახი ცხოვრობს.
ახალციხის მერია პეტრე იბერის #17–ში მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს.  შენობის მესაკუთრე ქალაქის მერიაა, რომელმაც ობიექტი "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" უზურფრუქტის წესით 2014 წლის 4 ივნისს გადასცა.

სააგენტოს შენობაში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. ქალაქის პირველი პირის თქმით, მერიის იურისტი აქ მცხოვრები ოჯახების შესახებ ინფორმაციასა და საჭირო დოკუმენტაციას აგროვებს, რის შემდეგაც ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ". ადვოკატის განმარტებით, მართლმსაჯულების ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან არ ჩანდა მესაკუთრის, ანუ ახალციხის მერიის პოზიცია. ეკატერინე აბაშიძის თქმით, განხილვის დაწყების შემდეგ სააგენტო პროცესში სავარაუდოდ, მესამე პირად ჩაერთვება.

ვეტარანები ამბობენ, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ტერიტორია დანარჩენებმა დროებით დატოვეს. მათივე თქმით, არ აქვთ საცხოვრებელი ფართი. თავშესაფრის მოთხოვნით, ადგილობრივ თვითმმართველობას, პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყველა ინსტანციიდან უარი მიიღეს. ამიტომ იძულებულნი გახდნენ შენობა უკანონოდ დაეკავებინათ.

პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილები გამოსახლების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. მერიაში კი განმარტავენ, რომ ამ კატეგორიის ოჯახებისთვის თავშესაფრის გადაცემის შესაძლებლობა ქალაქის თვითმმართველობას არ აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.