1 დეკემბერს ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 1 დეკემბერს, სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო,
ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
დილის 11:00-დან საღამოს 17:00 საათამდე გაზი გაითიშება ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში, ვაშლოვანაში, არდაგანში, ლიკანში, ახალი უბანსა და
პლატოზე. ასევე სოფელ სადგერში, ცემსა და ტბაზე. „სოკარ ჯორჯია გაზის“
ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე
ეტაპობრივად მიეწოდებათ.