ტელეკომპანია ბორჯომის ახალი ვებ.გვერდი
მალე ბორჯომის ახალ ამბებს ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ახალი
ვებ.გვერდიდან შეიტყობთ, რომელზეც გარდა ბორჯომის ამბებისა,
განთავსდება რეგიონების, თბილისისა და სხვა ამბები, ასევე გადაცემები.
საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ, ახალგაზრდული ამბები, დოკუმენტური
ფილმები.
ინტერნეტ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი
ადგილიდან ადევნოს თვალი ტელეკომპანიის მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში.
ეს ყველაფერი მომხმარებლებისათვის ახალი წლიდან გახდება
ხელმისაწვდომი.
მანამდე კი ტელეკომპანიის თანამშრომლებს ტრენინგი უტარდებათ ვებ
გვერდის ადმინისტრირებაში. ვებ გვერდის შექმნა IREX M-TAG -ის
პროგრამის ფარგლებში მომზადდა. განახლებული ვებ.გვერდები IREX-ის
მხარდაჭერით M-TAG -ის პროგრამის ბენეფიციარი რეგიონული მედიისათვის
კომპანია GOODWEB- მა შექმნა.