ტელეკომპანია “ბორჯომს“ ფეისბუქ მომხმარებელმა მოგვმართა, რომელიც
ბორჯომში N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან გაბიდნილი
საკანალიზაციო ჭის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული საკითხით. როგორც გავარკვიეთ, ჭა
დაახლოებით სამი კვირაა გაბიდნილია, საიდანაც ფეკალური მასა ფეხით
სავალ ნაწილზე და სამანქანო გზაზე მოედინება. ამ ტერიტორიაზე
გადაადგილება, როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს ყოველდღიურად უწევთ.
საკანალიზაციო ჭით აქვე მდებარე სასტუმრო სარგებლობს. მისი გაწმენდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.