დღეს, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების
დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში
„ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ
ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის
ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე,
მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც,
მიიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის
მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი
არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული
პირები.