ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.