"არა რუსულ რეჟიმს!" - აქცია დღეს ახალციხეში გაიმართება
უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების,
წამების, არაადამიანურად მოპყრობის, ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის
შეშლისა და მედიის წარმომადგენლების დაშავებისთვის, ახალციხეში, შოთა
რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 14 დეკემბერს
საპროტესტო აქცია გაიმართება.
ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას
მოითხოვენ, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი და
პოლიტიკური ნეიტრალობით.
როგორც აქციის ანონსშია აღნიშნული, "28 ნოემბრიდან დღემდე,
დააკავეს 470-ზე მეტი ადამიანი. 300-ზე მეტი აწამეს/არაადამიანურად
მოეპყრნენ. 80-ზე მეტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. დაშავდა,
დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს.
დაკავებული არ არის არცერთი პოლიციელი. ამ ფონზე, ძალადობრივი რეჟიმი,
14 დეკემბერს პრეზიდენტს ირჩევს".
აქციის ანონსში ვკითხულობთ:
"მოვითხოვთ:
გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და
შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე.
დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება: 1). ახალი,
სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და 2).
სამართალდამცავი უწყებების (სუს-ი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური,
შსს, პროკურატურა) პოლიტიკური ნეიტრალობის
უზრუნველყოფით".
მე-16 დღეა, უწყვეტი პროტესტია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში,
ქუთაისში.