პარლამენტმა აქციაზე პიროტექნიკის, ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა აკრძალა
„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული
წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც დემონსტრანტებს
აქციებზე სახის დაფარვა აუკრძალა. ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს
2000 ლარით დააჯარიმებენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული
კანონპროექტით, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ლაზერებისა და
პიროტექნიკის გამოყენებაც.
კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი
მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია
გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს
პარლამენტის თავმჯდომარე.
ბოლოდროინდელ საპროტესტო დემონსტრაციებზე საუბრისას, 9 დეკემბერს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა:
„ამ მოვლენებმა გვაჩვენა, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც
პიროტექნიკის რეგულაციის, ისევე საჯარო შეკრებისას შენიღბვის
აკრძალვაში“.