დუტა სხირტლაძემ "იმედი" დატოვა
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, დუტა
სხირტლაძემ პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი” დატოვა.
„ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი
მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ
სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს...
ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა...
ვიღაცეები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ
შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამთი გონება
რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის.
თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა
დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი
საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ
მორევია. ვერასდროს”,- დაწერა ტელეწამყვანმა ფეისბუკის პირად
გვერდზე და დაკავებული სანდრო ქინქლაძის ფოტო გააზიარა.
„იმედიდან” სხირტლაძის წამოსვლის შესახებ ინფორმაცია კი, გამოცემა
“ტაბულამ” გაავრცელა.