მეტრო „უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და გარდაიცვალა
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში კაცი ჩავარდა.
საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა ამ მიზეზითაა შეფერხებული.
მეორე ხაზი მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კაცს ხელი კრეს. შემთხვევა
ნახევარი საათის წინ მოხდა. რადიო თავისუფლება ინფორმაციას შსს-ში
აზუსტებს.
დაჩი დიდიძე, რომელიც მომხდარს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან
ამბობს, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავა.
„მატარებლის გამოჩენისას ხელი კრა. არ ვიცით იცნობდა თუ არა,
საშინელებას შევესწარით, კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს“, - ამბობს
დიდიძე.
წყარო: რადიო თავისუფლება