ახალი ამბები
Jobs.ge აქციებზე დაზარალებულთა სოლიდარობის ფონდში ₾10 000 ლარს რიცხავს
Jobs.ge უერთდება ნიკა გილაურის
წამოწყებას და 10,000 ლარს რიცხავს სოლიდარობის ფონდში.
ამის შესახებ კომპანიამ განცხადება
სოციალურ ქსელში გაავრცელა და კლიენტებს მოუწოდა, შეუერთდნენ იმ
თანამოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც უსამართლო დევნისა და
ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
"საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ერთიანობას და შეუპოვრობას, რომლის საუკეთესო
მაგალითს ყოველდღიურად გვაძლევენ სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილი
ჩვენი თანამოქალაქეები. ღრმად გვწამს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია,
შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში იმ სახით, რა სახითაც შეგვიძლია.
აუცილებლად მიგვაჩნია დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, ისინი
უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არ დავტოვებთ. თანხა მოხმარდება
მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ჯარიმების გადახდას და სხვა
ფინანსური სახის მხარდაჭერას.
აქვე მოვუწოდებთ ჩვენს კლიენტებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად
დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გახდნენ უსამართლო
დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი.
ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის!",- აღნიშნულია
განცხადებაში.
გააზიარეთ :