საზოგადოება
საქართველო-ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ათ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარს აღწევდა.

საანგარიშო პერიოდში იმპორტი ადგილობრივ ექსპორტს მნიშვნელოვნად ჭარბობდა, თუმცა წლიურად იმპორტი შემცირდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი კი გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში 8.5%-ით არის შემცირებული იმპორტი. შარშან ამერიკიდან საქართველოში 1.74 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, წელს კი 1.59 მილიარდი დოლარის. იმპორტი უდიდესი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.


ამერიკიდან წელს იმპორტით შემოვიდა შემდეგი 5 ძირითადი პროდუქტი:

მსუბუქი ავტომობილები - 1.455 მილიარდი აშშ დოლარის;
თხილი და სხვა კაკალი - 19.8 მილიონი აშშ დოლარის;
გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 7.88 მილიონი აშშ დოლარის;
კვების პროდუქტები - 5.45 მილიონი აშშ დოლარის;
მოტოციკლები და ველოსიპედები - 5.04 აშშ მილიონი დოლარის.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში წლიურად 77%-ით გაიზარდა. მონაცემების თანახმად, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 69.59 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს ათ თვეში კი 123.5 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ამერიკაში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული წარმოების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.

5 ძირითადი ქართული საექსპორტო პროდუქცია ამერიკაში ასე გამოყურება:
ფეროშენადნობები - 90,12 მილიონი აშშ დოლარის;
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6.37 მილიონი აშშ დოლარის;
მილები - 5.92 მილიონი დოლარის;
ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3.93 მილიონი აშშ დოლარის;
საფრენი აპარატების ნაწილები - 3.78 მილიონი აშშ დოლარის.

წყარო:bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.