XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს
XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს
საშემოდგომო სესიას დახურავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა, ამ კვირის ბოლოს საშემოდგომო სესია დაიხურება,
ხოლო შაბათს - 14 დეკემბერს, პარლამენტში საარჩევნო კოლეგია
პრეზიდენტის აირჩევს.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია
დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.