"გამოართვით მიკროფონი, ნაცი ხარ, გადი აქედან" - კობახიძის მიმართვა ჟურნალისტს
"გაჩუმდით, თორემ გაგაძევებთ, ნუ
ტლიკინებ" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტ თელარა
გერანტიას,
რომელმაც მას ჰკითხა, რატომ არ გმობს
იმ ძალადობას, რომელიც გუშინ ტვ პირველის გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ
განხორციელდა და როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა თავი მსგავსი
თავდამსხმებისგან. მედიის წარმომადგენელი ბრიფინგიდან გააძევეს.
ცნობისთვის, ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს
გიორგი შეწირულს გუშინ საღამოს, ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი პირები თავს
დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი კლინიკაში მძიმე
დაზიანებებით გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით
სტაბილურია.