"გელოდებით აქციაზე, რომელსაც დღეს მედიის წარმომადგენლები მათ მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ" - ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია განცხადებას ავრცელებს და მედიას საერთო საფრთხის წინაშე
გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
დღეს, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე
აქცია მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს სამ ქალაქში:
თბილისში, ბათუმსა და ახალციხეში გაიმართება.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას საერთო
საფრთხის წინაშე გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
გელოდებით აქციაზე, რომელსაც 8 დეკემბერს, 15:00 საათზე,
ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა
წარმომადგენლები მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების
გასაპროტესტებლად მართავენ.
თბილისი, რესპუბლიკის მოედანი
ბათუმი, ევროპის მოედანი
ახალციხე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ" - აღნიშნულია
ქარტიის განცხადებაში.