2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ქართველმა დაარეგისტრირა
2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის
შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს
მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, -
ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის
მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან
შედარებით 8%-ით ნაკლებია.
„2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების
მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022
წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა.
2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა
ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი
შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა
2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია
ანგარიშში.