პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10
მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად
გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი
მსჯავრდებულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ
დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ
შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით
მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი
თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.