საზოგადოება
„ჩვენი არჩევანი ევროპა და ევროკავშირია“-ბორჯომში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დღეს,  1-ელ დეკემბერს ბორჯომში მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

ბორჯომის ცენტში, შეკრებილი აქციის მონაწილეები, აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს და დაშავებულ ჟურნალისტებს.

„დღეს ბორჯომში შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, რადგან ძალადობა დასაგმობია.  ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ევროკავშირი, შესაბამისად არავის აქვს უფლება ამ ისტორიულ არჩევანს გადაუხვიოს, იძალადოს ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, წაქცეულ ადამიანებს ხელი-ფეხი დაარტყას. ბორჯომიდან ყველა ერთ ხმად ვეუბნებით არაა ძალადობას და ვეუბნებით ჩვენს ხელისუფლებას რომ ჩვენი არჩევანი ევროპა და ევროკავშირი. წინ ევროპისკენ, ევროპის გზას არ გადავუხვევთ არცერთი ადამიანი" - ამბობს ბორჯომში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ოგანესიანი.

მშვიდობიანი აქცია ბორჯომის ცენტში დღეს 15:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.