საზოგადოება
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა”, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ოქმს ხელი მოაწერა ასევე ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა.

ცესკოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.

კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც სხდომა მცირე ხნით შეწყდა.

“სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება”, - ვიდრე შავ სითხეს შეასხამდა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა.

კალანდარიშვილმა კირთაძეს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა. კირთაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირდაპირი ეთერი შეწყდა.

გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა - სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.