ახალი ამბები
„ეს არის ჩემი პირველი საავტორო კრებული“ - ბორჯომელი პოეტის დალი ბანცაძის წიგნის პრეზენტაცია
„გაშიშვლებული სული“ - ასე ჰქვია კრებულს, რომლის ავტორიც ბორჯომელი დალი ბანცაძეა. ავტორმა წიგნი მშობლების ხსოვნას მიუძღვნა. დალი ბანცაძის თქმით, ამ კრებულში კარგად ჩანს საკუთარი სული, მშობლების მონატრება. გვიამბობს ყოფით პრობლემებზე, სამშობლოზე, წუხილებზე და ასე შემდეგ.

ახლადდაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია ბორჯომის სამუსიკო სკოლაში გაიმართა. ადგილობრივებთან ერთად, სტუმრები იმყოფებოდნენ დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან.

„ეს არის ჩემი პირველი კრებული, რომელსაც ველოდებოდი 7 თვე, დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ ბოლოს მაინც კმაყოფილი ვარ. ეს წიგნი მივუძღვენი მშობლების ხსოვნას. აქ ჩემი სული ნათლად ჩანს. ვინც არ მიცნობს, თუ გადაშლის და წაიკითხავს დაინახავს ჩემს სულს. აქ არის მშობლების მონატრება, სიყვარული, ყოფითი პრობლემები, სამშობლოზე წუხილი და ა.შ...

წიგნის პრეზენტაციაზე სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისიდან, ხაშურიდან გორიდან, რედაქტორი ლევან გორვანელი ქუთაისიდან. დარბაზი გადაჭედილი იყო. სიტყვით გამოვიდა გაზეთ „ბორჯომი“-ს რედაქტორი ვალერიან ლომიძე, რომელმაც ისაუბრა ჩემ შემოქმედებაზე და აღნიშნა რომ გამორჩეულად უყვარს..... ღონისძიების წამყვანი იყო ქალბატონი ვიოლეტა ბალახაშვილი.

წიგნის შეძენა ვისაც უნდა მიკავშირდებიან და ვაწოდებ. მაქვს კიდევ უამრავი ლექსები და იმედია შემაძლებინებს უფალი დავიწყო მეორე კრებულზე მუშაობა. ამ დროისთვის, 30-მდე სხვადასხვა ტომეულში ვიბეჭდები. მაგრამ, ჩემი საავტორო კრებული სულ სხვაა“
- გვპასუხობს კრებულის ავტორი დალი ბანცაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.