საზოგადოება
რომელი ქვეყნის მოგზაურები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს
2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველომ ტურიზმიდან 3.461 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, ყველაზე მეტი 1.563 მლრდ დოლარი მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში; 1.090 მლრდ დოლარი - მეორე, ხოლო 807 მლნ დოლარი 1-ელ კვარტალში.

რაც შეეხება მხოლოდ მესამე კვარტალს, 1.563 მლრდ დოლარიდან, ყველაზე მეტი 294.6 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოსულმა მოგზაურებზე მოდის. 210.1 მლნ დოლარის შემოსავალი საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებისგან მიიღო; ხოლო 191.1 მლნ აშშ დოლარი თურქეთიდან შემოსულმა მოგზაურებმა დახარჯეს.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2024 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, სხვა ქვეყნების შემთხვევაში ასეთი იყო:


ისრაელი - 147.1 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთი - 75.5 მლნ დოლარი;

ირანი - 61.7 მლნ დოლარი;

სომხეთი - 57.9 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი - 48.7მლნ დოლარი;

უკრაინა - 42.5 მლნ დოლარი;

ბელარუსი - 39 მლნ დოლარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.