საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება
ოპოზიციის ორგანიზებით, 4 ნოემბერს,
19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია
გაიმართება.
აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს
გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ
დაანონსეს.
როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31
ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე
განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის
სამოქმედო გეგმაც.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად
აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას
ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00
საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ
როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ
ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, - აღნიშნა
ანა დოლიძემ.