ახალი ამბები
„დავიბრუნოთ ქვეყანა“ - სამოქალაქო აქტივისტები დღეიდან, საპროტესტო აქციებს იწყებენ
„დავიბრუნოთ ქვეყანა“ - ამ გზავნილით დღეს, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.


„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე.

ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას - ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ბარაბნები, უკულელეები და ნიღბები - ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია - მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.