ახალი ამბები
ახალქალაქში, რკინიგზის სადგურზე ხანძარი გაჩნდა
გუშინ, 1-ელ ნოემბერს, დაახლოებით
საღამოს 22:00 საათზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის
სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
რადიო "ნორის" ინფორმაციით, ცეცხლი იმ შენობის სახურავს გაუჩნდა,
სადაც ტრანსფორმატორი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეხანძრეები აქრობდნენ. ხანძრის
გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და
ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა.
წყარო:
რადიო NOR
გააზიარეთ :