საზოგადოება
საია მოქალაქეებს - თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თვლის, რომ მისი ხმის ფარულობა დაირღვა, გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართავს.

საიამ ამ მიზნით სპეციალური ფორმა გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ და ხმის ფარულობის დარღვევის საკუთარი შემთხვევა აღწერონ.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც დაცულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპით.

2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა. ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა. ამასთანვე, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო “ქართული ოცნების” კამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ.

თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს.

ტექნოლოგიით ჩატარებულ უბნებზე ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც მათი არჩევანი აღარ იყო ფარული. სწორედ ამ მიზნით, საიამ მოითხოვა ყველა იმ უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა, სადაც ხმის ფარულობის უფლება დაირღვა“, - აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.