საზოგადოება
ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი
ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიზემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მან მთავრობაში პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრელი დამკვირვებლების მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ყველა ასპექტი იყო პოზიტიური - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი“.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილების, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო - მშვიდობის არჩევანი გააკეთა“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.

გუშინ, 28 ოქტომბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.