სამი საათის მონაცემებით ბორჯომში საკუთარი ხმა 11077-მა მოქალაქემ დააფიქსირა
საპარლამენტო არჩევნების, სამი
საათის მდგომარეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკუთარი ხმა
11077-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის, თამარ რაზმაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის
ხმების რაოდენობა 41,58%-ს შეადგენს.
რაზმაძის ინფორმაციით ამ დროის მონაცემებით აქტივობა წინა არჩევნებთან
შედარებით 3%-ით მაღალია.