კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია
აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად
წაუყენეს.
როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, ჯაიანის
ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ
დუმილის უფლებით სარგებლობს.
„ბრალი წარედგინა, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს,
შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება
ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული,
კერძოდ, გენდერი და განსაკუთრებული სისასტიკე“, - განაცხადა
არდოტელმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის
მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის
მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“
პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული
სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.