18-20 სექტემბერს ბორჯომსა და ბაკურიანში ისევ წვიმაა მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში საქართველოში
მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდი.
თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,
ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17,
+19 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, + 24 გრადუსი
იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა,
შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან
შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი
დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში
(ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი
იქნება.