ახალი ამბები
ვინ არიან ბორჯომის 2024 წლის საპატიო მოქალაქეები
წელს, ბორჯომს ოთხი საპატიო მოქალაქე ჰყავს. მათი გამოვლენა და დაჯილდოება "ბორჯომობა 2024"-ზე გალა კონცერტის დაწყებამდე მოხდა.

ბორჯომის 2024 წლის საპატიო მოქალაქეები არიან: ძმები ამირან და ავთანდილ წითლანაძეები, ნათელა ღლონტი და ზაურ ლაზარაშვილი.

ტყუპი ძმები ამირან და ავთანდილ წითლანაძეები ყოფილი მეხანძრე-მაშველები არიან. 38 წლის მანძილზე ისინი ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობდნენ, ებრძოდნენ ხანძრებს და არაერთი რთული, კრიზისული პერიოდი გამოუვლიათ. 2021 წელს, ძმები სამსახურიდან სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდებით გააცილეს. ბორჯომში ტყუპ ძმებს ყველა იცნობს და ისინიც ყველას იცნობენ.


ნათელა ღლონტი ბორჯომის №1 საჯარო სკოლის პედაგოგია. ის მოსწავლეებს სახვით და გამოყენებათ ხელოვნებას ასწავლის. მრავალი ათეულია წელია რაც პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული და ბორჯომში საკმაოდ ცნობადი პიროვნებაა.


ასევე, გამორჩეული და ცნობადი სახეა ბორჯომში ზაურ ლაზარაშვილი. არის დამსახურებული ენერგეტიკოსი და ასევე წარმოადგენს ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზს.


ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა დააჯილდოეს. ისინი დიპლომებით, მედლებით და 1000 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.

ბორჯომის საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და დაჯილდოება ყოველ წელს ტრადიციულია. მათი დასახელება ბორჯომ-ქალაქობის დღესასწაულზე ხდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.