ახალი ამბები
ხელნაკეთი ნივთები, ანიმატორების შოუ, კონცერტი და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება - "ბორჯომობა 2024"
"ბორჯომობა 2024" - სახალხო დღესასწაული დღეს ცენტრალურ ისტორიულ პარკში გასართობ-შემეცნებითი, სპორტული აქტივობებით და კონცერტებით აღინიშნა. მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივების მიერ გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ნამუშევრები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. ასევე გაიმართა სპორტული მარათონი პლატო-სადგერის ტერიტორიაზე. ბორჯომის პარკში, ბავშვებისთვის გაიმართა გასართობი შოუ. ფერადმა ანიმატორებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს. ვოკალური და ქორეოგრაფიული ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. გალა კონცერტისთვის კი მოწვეული იყო ოჩოს ქოხი, რომელმაც საკუთარი რეპერტუარი წარმოადგინა. სახალხო დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და დაჯილდოება. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წელს, 4 საპატიო მოქალაქე გამოარჩია. "ბორჯომობა 2024" ფეიერვერკით დასრულდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.