"შემიძლია ვთქვა რომ სრულ მზადყოფნაში ვართ"-ნინო ბენდელიანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მოქმედი
საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესისთვის ემზადებიან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აღსაზრდელებს, ხვალ, 16 სექტემბერს
მიიღებენ. ბორჯომის საბავშო ბაღები საზეიმო ვითარებაში დახვდებიან
პატარებს.
წლევანდელ სასწავლო წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 12-ვე საბავშვო
ბაღს 170 აღსაზრდელი შეემატება.
„მხოლოდ პირველი საბავშვო ბაღი არ მუშაობს, ვინაიდან
სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ბავშვები არიან
გადანაწილებული სხვადასხვა ბაღებში ტერიტორიულად მათ სახლებთან,
რომლებიც ახლოს იყო. ბაღებში შემოდის პროდუქტი, ახალი ინვენტარი
შევიტანეთ ყველა საბავშვო ბაღში, პირველ ოქტომბრამდე ველოდებით ახალ
სათამაშოებს, შემიძლია ვთქვა რომ სრულ მზადყოფნაში ვართ“. განაცხადა
"ტელეკოპმანია "ბორჯომთან" -ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების
დირექტორმა -ნინო ბენდელიანმა
"ბავშვთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო ბაღებში, ადრინდელთან
შედარებით, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა სოფლებში. წელს
რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, რამდენი
აღსაზრდელიც მოვიდა განცხადებით ყველა დავარეგისტრირეთ". - განაცხადა,
ბენდელიანმა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 საბავშვო ბაღია, აქედან
ბორჯომის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარებს.
ჯამში 650 აღსაზრდელი მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში
ირიცხება.