ბორჯომში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება
ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფმა, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტში
გადაიყვანეს.
სამედიცინო ცენტრში, ამბობენ რომ, ორივე მოქალაქეს გაეწია სამედიცინო
დახმარება. ერთ-ერთმა პირმა სამედიცინო ცენტრი მალევე დატოვა.
მეორე დაშავებულს კი ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება და ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, პაციენტის მდგომარეობა საშუალო
სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა,
ერთმანეთს სავარაუდოდ სამარშრუტო ტაქსი და ტრაილერი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება 276 მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს