წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, 22 265 ადამიანი კი გარდაიცვალა-საქსტატი
„საქსტატის“ მონაცემებით,
საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა
რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში
გარდაიცვალა 22 265 ადამიანი.
სტატისტიკის თანახმადვე, 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება
(სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3
632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი
დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(621).