ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე
სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან
1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დროებით შეიზღუდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.