უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი
მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას
სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად
დაიჭრა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს
საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი
მებრძოლი დაიღუპა.