საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
29 აგვისტოს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი.
უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის
ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.