საზოგადოება
ახალდაბაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთშიმდინარე სუფსაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ თევზჭერას; მდინარე მტკვრის კალაპოტიდან კანონდამრღვევებს 8 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული.

სახლართი ტიპის ბადეა ამოღეული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან. ამასთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან დეპარტამენტის თანამშრომლებმა 10 ერთეული თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი ამოიღეს. თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნიდან კი, თევზმახე, ე.წ. გოდორყურეა ამოღებული. თევზჭერის წესების 8 ფაქტია აღკვეთილი ზაჰესის მიმდებარედ. მოქალაქეები თევზჭერას აკრძალულ ადგილას - კაშხალთან 500-მეტრიან ზონაში ახდენდნენ.

ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღები, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები. ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია მოპოვებული, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში. ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ქვირითობის პერიოდში (1 მაისიდან 31 აგვისტომდე) უკანონო თევზჭერის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.