საკირის, ტაძრისის, დგვარის, ჭობისხევის, ლარების გაზიფიცირება 2025 წლიდან იგეგმება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის ინფორმაციით, იგეგმება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხუთი
სოფლის გაზიფიცირება.
ბუნებრივი აირის შესაყვანად
სამუშაოები 2025 წლიდან დაიწყება საკირეში, ტაძრისში, დგვარში,
ჭობისხევში და ლარებში. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში
აღნიშნულია რომ აღნიშნული სოფლების: საკირის, ტაძრისის, დგვარის,
ჭობისხევის და ლარების სტატუსი შემდეგნაირია:
2024 საპროექტო ( მომზადდება გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი
);
2025 სამშენებლო ( განხორციელდება გაზიფიცირებისათვის საჭირო
სამშენებლო სამუშაოები ).
რაც შეეხება სოფლებს: დვირს, ქვაბისხევს, ჩითახევს და დიდ მიტარბს, აქ
გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია ინფორმაცია, რომ
"პროექტი დასრულებულია (დასახლებულ პუნქტში განხორციელდა
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები)". რეალურად, რა
ეტაპზეა პროცესი ქვაბისხევში, დვირში, ჩითახევში და დიდ მიტარბში, ამ
თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი სიუჟეტს ამზადებს და
უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება რეგიონს. 2024 წელს გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული
სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 6
სოფელში.
მიმდინარე წელს საპროექტო დოკუმენტები მომზადდება და 2025–ში დაიწყება
გაზიფიცირება რეგიონის 25 სოფელში.