საზოგადოება
საქართველოში საარსებო შემწეობას 154 888 ბავშვი იღებს - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ივლისის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დახმარებას 452 753 მოქალაქე და 126 431 ოჯახი იღებს. მათგან, 154 888 ბავშვია. ანუ, საარსებო შემწეობის მიმღებთა 34.2% არასრულწლოვანია.

კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია რეგიონების მიხედვით 18 წელს მიუღწეველი სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ ასეთია:

თბილისი - 41 886 პირი;
გურია - 4 711 პირი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 102 პირი;
კახეთი - 14 002 პირი;
იმერეთი - 15 896 პირი;
მცხეთა მთიანეთი - 3 935 პირი;
სამეგრელო-ზემო თიანეთი - 19 734 პირი;
სამცხე-ჯავახეთი - 3 407 პირი;
ქვემო ქართლი - 26 303 პირი;
შიდა ქართლი - 10 957 პირი;
აჭარა - 11 955 პირი.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.