სვანეთში დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში,
მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი,
დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი
სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი
გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.