აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის
ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ამის
შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო
მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის
რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა
და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.
დახმარების პაკეტი ხაზს უსვამს "ჩვენს მყარ მხარდაჭერას
[უკრაინისადმი], მაშინ, როცა ისინი განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის
აგრესიის წინააღმდეგ", - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა,
ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დახმარება
გამოიყოფა მარაგებიდან, რომლებიც "მოიცავს საჰაერო-თავდაცვის
გარდამტაცებს, სარაკეტო სისტემების მასალებს, არტილერიას,
მრავალფუნქციურ რადარებსა და ტანკების საწინააღმდეგო
იარაღს".
ბლინკენის თქმით, ეს აღჭურვილობა "უკრაინას დაეხმარება
დაიცვას თავისი სამხედროები, თავისი ხალხი და ქალაქები რუსეთის
თავდასხმებისგან და გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ფრონტის
ხაზებზე".