სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობამ ბორჯომს 44 000 ლარი გამოუყო
სტიქიური მოვლენების შედეგების
სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს
ფინანსთა სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 117 217 000 ლარი გამოუყო.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა, რომელსაც ხელს
პრემიერ-მინისტრი აწერს.
ფინანსურ დახმარებას ჯამში ცხრა რეგიონის 43 მუნიციპალიტეტი მიიღებს.
განკარგულება სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტს - ბორჯომს,
ახალციხეს, ასპინძას და ადიგენს შეეხო.
მთავრობამ, სამცხე-ჯავახეთს 2 მილიონ 109 ათასი ლარი გამოუყო. აქედან
ყველაზე ნაკლები დაფინანსება ბორჯომზეა გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი - 380 ათასი ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი - 1.185 მლნ ლარი;
ასპინძის მუნიციპალიტეტი - 500 ათასი ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი - 44 ათასი ლარი;
რეგიონიდან დაფინანსების ნაწილში გათვალისწინებული არ არის ჯავახეთი,
კერძოდ: ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.
ფოტო - არქივიდან