საზოგადოება
ბორჯომში მიუსაფარი ცხოველები თავშესაფრის გარეშე-როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი
ბორჯომში მიუსაფარი ძაღლების მართვა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

გამოკითხული რესპონდენტების ნაწილის თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მათ არაერთ ადგილას შეხვდებით. განსაკუთრებით ბევრი ცხოველი იყრის თავს საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, კვების ობიექტებთან, სუპერმარკეტების მიმდებარედ, ასევე საცხოვრებელ კორპუსებთან.

ქალაქში ითხოვენ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის აშენებას.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემასთან გამკლავებას, 2 წლის წინ იყო ბორჯომში ცხოველთა თავშესაფრის აშენების დაპირებაც, მაგრამ პროექტი შეჩერდა და ამ დრომდე არ განხორციელებულა. ექსპერტები იმაზეც საუბრობენ რომ თავშესაფარი გამოწვევას სრულად მაინც ვერ მოაგვარებს და გამოსავალს კანონის ამოქმედებაში ხედავენ. სანამ თავშესაფარი აშენდება ან კანონი ამოქმედდება, რეალობა ასეთია. მიუსაფარ ძაღლებს ისევ ქუჩაში უწევთ ცხოვრება, კეთილი ადამიანების იმედად.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.