ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები დღეს უცხო ენაში აბარებენ
საქართველოში აბიტურიენტებისთვის,
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მიმდინარეობს.
დღეს, 10 ივლისს ეროვნული გამოცდები უცხო ენაში გრძელდება.
აბიტურიენტები გამოცდების პირველ სესიაზე ინგლისურ ენას აბარებენ,ხოლო
მეორე სესიაზე რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. უცხო ენაში
გამოცდების ჩაბარება დღეს დასრულდება.
ეროვნულ გამოცდებზე, წელს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტია
დარეგისტრირებული.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს 12 ქალაქშია გახსნილი.