საზოგადოება
საქართველოს მთავრობას 36 ქვეყანა მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

“ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.

ეს კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ ჩაახშოს მათი ხმები.

კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილების უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

36 ხელმომწერ ქვეყანას შორის არის ევროკავშირის 25 ქვეყანა (უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა), აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, ალბანეთი, მონტენეგრო, მონაკო, ლიხტენშტეინი და ისლანდია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.