ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ინფორმაციით, იპოვეს გიორგი
გახელაძის ცხედარი.
"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი" - წერს
გახელაძის ცოლი, ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში.
57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, ის
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები იყვნენ გიორგი გახელაძის
ოჯახის წევრები და მოხალისეები.