საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 5 წუთის განმავლობაში 2
მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა. სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან
იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
თბილისის დროით 19:49 საათზე, ონთან, 19:42 საათის მიწისძვრის
ეპიცენტრულ ზონაში მოხდა მეორე მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა იყო
4.0.